The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯავა ჭეიშვილი

ჯავა ჭეიშვილი
Date of birth:3 September, 1940  (84 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, სამხრეთ ოსეთი.

დაამთავრა ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა 1958 წელს; მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1967 წელს (პედაგოგები: ვ. რუბინჩიკი და ვ. ალექსეევი).

1961 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები: მხატვრის სახლი, თბილისი (1981), დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეა (1980, ქუთაისი); ჯგუფური გამოფენები: ფერმწერთა საკავშირო პლენერი (1976 იურმალა, ლატვია), ფერმწერთა საკავშირო პლენერები (1979, 1983, თერჯოლა, საქართველო), ფერმწერთა საერთაშორისო პლენერები (1985, 1988, 1990, 1995, ქუთაისი), ფერმწერთა და მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერები (2001, 2003, ქუთაისი). იგი მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის დრამატულ თეატრში: "ქამუშაძის გაჭირვება" (1976), ნ. ბაიერის "ინციდენტი" (1977), ნ. იმერელი "ლანდები" (1980). ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა" (1978), ალ. ჩხაიძის "შთამომავლობა" (1977), გ. ბათიაშვილის "ვალი" (1979), ქუთაისის თოჯინების თეატრში: მ. კორშუნის "ჭკვიანი მწყემსი" (1975) და ი. ლანჩავას "ყივილა" (1976) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში (ქუთაისი), კერძო კოლექციებში (საქართველო, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იტალია). ფერმწერი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.50; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 98

Member of Organizations

  • საკავშირო მხატვართა კავშირი, წევრი (1976-1990)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)

Awards and Honors

  • 2002 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი და პრემია, წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1998 - დავით კაკაბაძის სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: