Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ხონელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ცეკვა შეისწავლა თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის პიონერთა კლუბში მიხეილ რაქვიაშვილის ხელმძღვანელობით. 1943 წელს დაამთავრა თბილისის მე-20 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა და 1950 წლამდე მოცეკვავედ მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, იყო ქორეოგრაფიც; 1950-1961წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე მსახიობი და ქორეოგრაფის ასისტენტი. ხელმძღვანელები: დ. ჯავრიშვილი, ავთანდილ თათარაძე, ჯანო ბაგრატიონი. მათთან მუშაობამ დიდი როლი შეასრულა მისი, როგორც ქორეოგრაფის ჩამოყალიბებაში. 1961-1969წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზელის სახლის თვითმოქმედ ანსამბლში პედაგოგ-ქორეოგრაფად. აქ განახორციელა დადგმები: "კიკვიძე", "ნაბდურა", "აზერბაიჯანელ ქალთა ცეკვა" და სხვა. 1968-1975წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა თბილისის საესტრადო, საცირკო სასწავლებელში პედაგოგად. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.40 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |