| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ დევაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აგარა, ქედის რაიონი. ცეკვა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში შეისწავლა ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით. აუდიტორიის წინაშე პირველად ცეკვა "ქართულით" წარსდგა მოსკოვში სტუდენტთა და ახალგაზრდობის 1956 წლის საერთაშორისო ფესტივალზე. 1959-1974 წლებში მუშაობდა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში. პროგრამით გათვალისწინებულ თითქმის ყველა ცეკვაში მონაწილეობდა, წარმატებით გამოდიოდა ქართულ ცეკვებთან ერთად რუსულ, ბულგარულ, მოლდავურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ცეკვებში. იგი აჭარის განათლების სამინისტროს იდეურ-ზნეობრივი აღზრდის კაბინეტის მეთოდისტი იყო და ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტისა და მახინჯაურის საშუალო სკოლის თვითმოქმედ ქორეოგრაფიული კოლექტივებში. 1957 წელს თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი ცეკვა "განდაგანისთვის; ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსის ვერცხლის მედალი ცეკვა "ქართულისთვის". წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.41; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.197 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

