Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ გამცემლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. 1960 წლიდან მუშაობდა "საქენერგოს" სპეციალიზებულ სამშენებლო-სარემონტო ტრესტში (ამჟამად - სს "ენერგომმშენი"): მშენებელ ოსტატად; 1968-1972წწ. ნორმადარად; 1972-1982წწ. სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1982 წელს დაინიშნა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1986 წელს - სამმართველოს უფროსად; 1992 წელს ტრესტის მმართველად, მოგვიანებით - სააქციო საზოგადოების გენერალურ დირექტორად; ხელმძღვანელობდა "ზაჰესის", "ხრამჰესის" კასკადში შემავალი ჰიდროსადგურების, "საქენერგოს" სარემონტო-მექანიკური ქარხნის, ცენტრალური ელექტროქსელისა და თბილისის "თბოცენტრალის" ობიექტების სამშენებლო-სამონტაჟი და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ასევე, თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და სანაპირო ზოლში თბოტრასების, მაღალი ძაბვისა და კავშირგაბმულობის კაბელების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.120; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |