Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და შემდგომ ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1976-1984წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1984-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1989-2007წწ. კვლავ საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 2007-2011წწ. მუშაობდა შპს სკფ "გამა"-ში არქიტექტორად; 2011 წლიდან შპს "გამა კონსალტინგის" მთავარი არქიტექტორია; შესრულებული აქვს 100-ზე მეტი არქიტექტურული და ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის: 9, 12, 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლები მსხვილბლოკოვან კონსტრუქციებში; ქ. გორის სახლთმშენებელი კომბინატისათვის დამუშავებული აქვს პანელოვანი 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლების სერია, საშუალო სკოლა 33 კლასზე და სხვა ტიპური პროექტები; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კომიტეტის უმაღლესი სკოლა ქ. თბილისში და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ; მიღებული აქვს მონაწილეობა არქიტექტურულ კონკურსებში და დაჯილდოებულია სხვადასხვა პრემიებით; პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; აქვს 5 გამოგონება მშენებლობის დარგში და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.125 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |