The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარსქენ (პიტიახში)

Date of birth:4??
Date of death:482
Category:Nobleman

Biography

ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე, ქვემო ქართლის მმართველი V საუკუნის 60–80-იან წლებში. ქართლის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, აღმავალი ფეოდალური ძალების ერთ-ერთი მეთაური იყო. ცდილობდა გამოეყენებინა გარეშე ძალაც–დამპყრობელი ირანელები. ამ მიზნით მიიღო ირანში სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებული მაზდეანობა. ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება იმით დაიწყო, რომ ვარსქენ პიტიახში 482 წელს მოაკვლევინა. ვარსქენ პიტიახში იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.183


Share: