Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თადეოზი გეგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს. 1934 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ასევე, ჰიდრავლიკური ლაბორატორიის გამგედ; ინსტიტუტში მუშაობის დროს მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული სამუშაოები, რომლებიც ეხებოდა მაღალმთიანი ჰესების სათავე ნაგებობებს; 1943-1945წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და წყალმომარაგების კათედრის დოცენტად; იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განყოფილების გამგის მოადგილე; 1946-1965წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილების დირექტორად; 1966-1971წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1943), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.127; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 66 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |