Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოჯიხევი, ხობის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს ინჟინრად, მთავარ ინჟინრად; 1970-1972წწ. აფხაზეთის ტურიზმის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 1972-1978წწ. აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის ობიექტების მშენებლობის გაერთიანებული დირექციის დირექტორად; 1978-1982წწ. სამშენებლო-სარემონტო სამმართველო "აფხაზკურორტრემმშენის" უფროსად; 1982-1997წწ. იყო სოხუმის მერიის მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1997 წლიდან სამშენებლო გაერთიანება "საქგვირაბმშენის" ბაზალეთის პროექტის მთავარი მენეჯერის მოადგილე; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ახალი ათონის მღვიმეების ტურისტული კომპლექსი, 500-ადგილიანი ტურისტული კომპლექსები სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და მიუსერაში; ტურისტული ბაზების საძინებელი კორპუსები ახალ ათონში, აგუძერასა და გუმისთაში, სპორტული ნაგებობა ბიჭვინთაში, კემპინგი გაგრაში, ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბაზალეთში და მრავალი სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.128 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |