Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაღდადი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ოდესაში გაემგზავრა; მალე არახელსაყრელი პირობების გამო უკან დაბრუნდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1917-1918, 1920-1922, 1923-1925, 1929-1930), თბილისის (1919-1920), სოხუმის (1922-1923), ფოთის (1925-1927), ჭიათურის (1928-1929), მარჯანიშვილის (1930-1939) თეატრებში; 1927-1928წწ. სათავეში ედგა სამტრედიის რკინიგზელთა ჯგუფის დრამწრეს. ძირითადად სახასიათო მსახიობი იყო. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ფილიპე ბარბაქაძე, ბეკინა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "სამანიშვილის დედინაცვალი"), ზაალ ბარათაშვილი (ხალხური "არსენას ლექსი"), შპაკი (ი. ნიკიტენკოს "ანათეთ ვარსკვლავნო"), გოჩა, კობა, ჯემალი (კ. კალაძის "როგორ", "ხატიჯე"), ცეხავოი (ა. აფინოგენოვის "შიში"), ნარცისი (ი. ოლეშას "სამი ბღენძი"), ჭაღარა, დავით დროიძე, ამირინდო, ნესტორი (შ. დადიანის "კაკალ გულში", "ნინოშვილის გურია", "ჩატეხილი ხიდი", "ნაპერწკლიდან"), უილიამ დევისი (ე. რაისი "ჩვენი ხალხი"), ანდრეი ფეოდოროვიჩი (ვ. კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს"), ადმირალი გრანატოვი (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), თავადი ჯამბარაშვილი (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ბრაბანციო (უ. შექსპირის "ოტელო"), აბრამია, გარადავოი, ყაზარია (გ. ბააზოვის "იცკა რიჟინაშვილი", "მუნჯები ალაპარაკდნენ"), მილერი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), თავადი ინდო (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.64 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |