Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ჯახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1954 წელს ბათუმში მშრომელთა სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლი, სადაც იგი მომღერლად მიიწვიეს. პარალელურად იგი ცეკვაშიც ვარჯიშობდა და თავისი შემოქმედებითი მომავალი ქორეოგრაფიულ ხელოვნებას დაუკავშირა. 1955 წელს მიიწვიეს აჭრის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად; 1962-1963წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში; 1964 წლიდან იყო ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხნის კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან - აჭარის კოოპკავშირის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.66 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |