შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჯახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1954 წელს ბათუმში მშრომელთა სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლი, სადაც იგი მომღერლად მიიწვიეს. პარალელურად იგი ცეკვაშიც ვარჯიშობდა და თავისი შემოქმედებითი მომავალი ქორეოგრაფიულ ხელოვნებას დაუკავშირა. 1955 წელს მიიწვიეს აჭრის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად; 1962-1963წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში; 1964 წლიდან იყო ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხნის კლუბთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან - აჭარის კოოპკავშირის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.66 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |