Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო ჭეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი. 1924-1925 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1933 წელს დაამთავრა ბერლინის (შარლოტენბურგის) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. 1935-1945 წლებში მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის ქიმიის ინსტიტუტში, 1947-1960 წლებში სილიკატური ნაწარმის სხვადასხვა საწარმოში ტექნიკურ დირექტორად ჯერ საფრანგეთში, 1948 წლიდან კი არგენტინაში; 1960-1962 წლებში მეცნიერ-მკვლევარად პენსილვანიის უნივერსიტეტში (აშშ). 1963-1983 წლებში მუშაობდა ბუენოს-აირესში მინერალოგიის ინსტიტუტის სილიკატების ქიმიური განყოფილების ხელმძღვანელად. მისი შრომები შეეხება სილიკატების ქიმიურ და ქიმიურ-ტექნოლოგიურ საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შრომები სილიკატების კრისტალური სტრუქტურის კვლევის დარგში. ამ კვლევების დროს მან გამოიყენა და განავითარა ვ. გოლდშმიდტის სტრუქტურული ანალოგების მეთოდი. გამოკვლეული აქვს CaSiO/3, Ca/2SiO/4, Sr/2SiO/4, Ba/2SiO/4 მინერალების - ტეფროიტის, გენელიტის, ოკერმანიტის და სხვა კრისტალების სტრუქტურები. დოქტორ-ინჟინერი (1935). გარდაიცვალა ბუენოს-აირესში, ანდერძის თანახმად მისი ფერფლად ქცეული ნეშტი სამშობლოში გადმოსვენებამდე დროებით იქვე დაკრძალეს. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.389; საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემია: facebook.com; ლეო ჭეიშვილი: არგენტინაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მეცნიერი / მარიამ მარჯანიშვილი. - თბ., 2013.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |