შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანვერ გეწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1965წწ. მუშაობდა ქ. პერმში, ქიმიური მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტში არქიტექტორად; 1965-1995წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" არქიტექტორად, შემდეგ ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; 1995-2003წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საპროექტო ბიუროს; 2003-2010წწ. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის განყოფილებას; 2010 წლიდან იყო შპს "არქიტექტურა-2005"-ის არქიტექტორი; 1973-1976წწ. მივლინებული იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; მისი მონაწილეობით თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში დაპროექტდა არაერთი სამრეწველო, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა; მოსკოვის, ლენინგრადის, რიგის, ტალინის, ტაშკენტის, ბაქოს, ერევნის კონფერენცია-სემინარების მონაწილე, სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.134 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |