Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია ჯაყელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1896 წელს პირველად სოფ. დვაბზუში გამართულ სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში, შეასრულა ივანეს როლი ა. ყაზბეგის პიესაში "არსენა". შემდგომ წლებში გამოდიოდა სცენისმოყვარეთა სხვადასხვა წრეში. 1901-1905წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში. 1905 წელს დამოუკიდებლად მუშაობდა როგორც მსახიობი და რეჟისორი. მან წარმოდგენების გამართვა დაიწყო ადგილობრივი ძალებით დასავლეთ საქართველოს დაბა-სოფლებში. 1912 წელს იგი მსახიობად მიიწვიეს ბათუმში, შ. დადიანის ხელმძღვანელობით მოქმედ "მოგზაურ დასში", სადაც ერთი წელი დაჰყო. რეჟისორად და მსახიობად იყო სცენისმოყვარეთა წრეებში: ლანჩხუთში, სამტრედიაში, ბათუმში, შოროპანში, ლაგოდეხში, სიღნაღში, გორში, ველისციხეში, დუშეთში და სხვა. 1929-1930წწ. მუშაობდა თბილისში დაარსებულ მოძრავ საკოლმეურნეო თეატრში მსახიობად, რეჟისორის თანაშემწედ და ადმინისტრატორად. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფართო მასებში თეატრალური კულტურის შეტანის საქმეში. შესრულებული აქვს 150-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: გაბრო პეპია (ი. ჭავჭავაძის "ბატონი და ყმა", "დედა და შვილი"), კარაპეტა (გ. ერისთავის "ძუნწი"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), კოტე ფანტიაშვილი (ა. ცაგარლის "ხანუმა"), იასონი, დათია (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), ლეონბერგი (ი. ეკალაძის "ნომერი 21 ჯვრით"), ალექსი (ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა") და სხვა. დადგა 100-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის პიესა. მათ შორის აღსანიშნავია: პ. ირეთელის "დამარცხებულნი", ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", შ. დადიანის "როს ნადიმობდნენ", "გეგეჭკორი", ნ. შიუკაშვილის "ციცინათელა", "მეგობრობა", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", "გამცემი" და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.65 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |