The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონიდე გვათუა

ლეონიდე გვათუა
Date of birth:31 January, 1913
Date of death:1969  (at 55 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორში, სენაკის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1935 წელს.

1935-1939წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს კრწანისის რაისაბჭოს აღმასკომის სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1939-1943წწ. ამავე რაიონის აღმასკომის თავმჯდომარედ; 1943-1955წწ. იყო სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავნჯდომარის მოადგილე; 1955-1960წწ. ტრესტ "სოხუმმშენისა" და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1960 წელს დაინიშნა აფხაზეთის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აიგო და საექსპლუატაციოდ გადაიცა სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა, აეროპორტის შენობა, პროფკავშირების სასახლე, ზღვისპირა კოლონადა, სარკინიგზო ხიდი მდ. ბესლეთზე; აფხაზეთის ასსრ ტერიტორიის ფარგლებში გამაგრდა შავი ზღვის სანაპირო ზოლი; ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას მშენებლობის განხრით; არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.135-136

Awards and Honors

  • პიზის კოშკის გამაგრების პროექტის საერთაშორისო კონკურსი, პირველი პრემიის ლაურეატი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: