Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გვილავა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე; 1950 წლიდან მუშაობდა შავიზღვისპირა რკინიგზის მშენებლობაზე; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სოხუმის N7 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1965 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიარკავკასტრანსმშენის" განყოფილების უფროსად; მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა შავიზღვისპირა რკინიგზის "სოხუმი-ხოსტის" მონაკვეთი, "ზუგდიდი-ჯვარის", "კვეზანი-აკამარას", "მარაბდა-ახალქალაქის" რკინიგზის ხაზები, ფოთის საზღვაო ვაგზალი, კოპიტნარის აეროპორტი, დასასვენებელი სახლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.140-141 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |