Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბარნაბ კოკელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მოწაფეობის დროს სასკოლო წარმოდგენებში ღებულობდა მონაწილეობას. 1918-1920წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში სცენის თანამშრომლად და პარალელურად სპექტაკლებში ეპიზოდურ როლებს ასრულებდა; 1920-1926წწ. იმავე თეატრის მსახიობი იყო; სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის (1926-1927), ქუთაისის (1927-1930), სოხუმის (1930-1932), თელავის (1932-1933), ქუთაისის (1933-1936), ფოთის (1936-1937), ტყიბულის (1937-1938), ხოლო საბოლოოდ კვლავ ქუთაისის თეატრს დაუბრუნდა (1939). შესრულებული აქვს 80-ზე მეტი როლი. მათგან აღსანიშნავია: ერეკლე (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), არსენა (ალ. ყაზბეგის "არსენა"), კოხტაია (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), დათია (პ. ირეთელის "ქრისტინე"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), სიმონი (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), კაცია მუნჯაძე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), გიორგი ადამია და გაიოზ ფაღავა (ვ. გუნიას "და-ძმა"), გაბო (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ფრანცი (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვა. 1950 წლიდან შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის კულტურის სახლთან არსებულ და რკინიგზის კლუბთან არსებულ დრამატული წრეების სამხატვრო ხელმძღვანელად. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.10 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |