Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1976 წელს; ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "ლენზნიეპის" მიზნობრივი ასპირანტირა 1982 წელს. 1976-1979წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1979-1982წწ. მუშაობდა ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "ლენზნიეპში", ხოლო 1982-1988წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1988-2016წწ. მუშაობდა სსიპ ტექნოლოგიური განვითარების ფონდში, შპს "არქიმედიაში", თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში, სახ. საწარმო "ჰაბიტატ ჯორჯიაში" (UN HABITAT), საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის სამინისტროში; 2009-2016წწ. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციებს ილიას უნივერსიტეტში, თელავის უნივერსიტეტში და სასულიერო აკადემია-სემინარიაში; წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და მონაწილეობდა უცხოურ პროექტებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა; მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებსა და ტენდერებში: 1997 წელს UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) სამშენებლო ტენდერი ლტოლვილთა დროებითი საცხოვრისის მშენებლობაზე; ქუთაისის ავტოქარხნის დასახლება (I პრემია); 2003 წელს თბილისის მერიის ტენდერი: "ჩუღურეთის წინასაპროექტო ქალაქგეგმარებითი კვლევა" (I ადგილი); მინიჭებული აქვს სპეციალური სტიპენდიები და წოდებები: 2003 წელს სტრატეგიული განვითარების ცენტრის (OSI) სპეციალური სტიპენდია "საჯარო მოხელე კორუფციის წინააღმდეგ". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.143 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |