The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო გოგიაშვილი

ალეკო გოგიაშვილი
Date of birth:21 October, 1932
Date of death:5 May, 1988  (at 55 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი  სპეციალობით "ჰიდროტექნიკური მშენებლობა" 1956 წელს.

1957წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა " ხრამჰეს - ll"-ის მშენებლობაზე სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ოსტატად. მუშაობდა სამთო ოსტატად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მშენებარე ლაჯანურჰესის დირექციის უფროს ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად (1959), მთავარ ინჟინრად, ენგურჰესის მშენებარე კასკადის დირექციის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად (1961წ.), ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს საწარმოო განყოფილების უფროსად (1964), ენგურჰესის მშენებარე კასკადის დირექტორად (1973). 1979 წელს დაინიშნა "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. დაჯილდოვებულია: საიუბილეო მედლით " თავდადებული შრომისთვის" (1970), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1982), მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის პირველი ხარისხის დიპლომი " ნიჩბოსნობის განვითარების აქტიური მუშაობისთვის" (1975), საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მადლობა შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსის ელექტრომომარაგებისთვის (1983), მრავალი საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.150

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1979 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • შრომის ვეტერანის მედალი

Share: