The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალიკო მაზმიშვილი

ვალიკო მაზმიშვილი
Legal name:ვალერიან მაზმიშვილი
Date of birth:10 March, 1926
Date of death:21 June, 2012  (at 86 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყარაღაჯი, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კიროვის ქარხანასთან არსებული მე-6 სახელოსნო საშუალო სასწავლებელი 1942 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა პლეხანოვის კლუბის დრამატულ დასში (1943-1945), მესხეთის (1945-1948), მარჯანიშვილის (1948-1950), გორის (1950-1956), თბილისის სანკულტურის (1956-1967), მოზარდ მაყურებელთა (1967) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ისრაფილ ხანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), პოლკოვნიკი (აკ. კერესელიძის "მზვერავები"), ლევანი (ვ. ქელბაქიანის "სევდიანი რომანი"), შალვა (გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი"), სადგურის უფროსი (ი. მოსაშვილის ''სადგურის უფროსი"), მოურავი, ვანო ფანტიაშვილი (ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და "ხანუმა"), ვალი (უ. აჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), გოდერძი (ს. მთვარაძის "სახსოვარი"), ოთარი (ლ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), გობრონი (კ. კალაძის "სოფლის საამო საღამოები"), ბრიგელა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), სარგის მთოგველი (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი") და სხვა. მარჯანიშვილის თეატრში განასახიერა: ნაცვალი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია") და ბერი ჯიოვანი (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), გორის თეატრში: აბდულ სადაყი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ხოსიტა (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ბერდოსანი (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ბალზამინოვი (ა. ოსტროვსკის "ბალზამინოვის ქორწინება"), ჰოფმარშალი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მოსამართლე (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სოსია (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ჩობაძე (ვ. კანდელაკის "სარეველა"), კარელ კრატოვი (ბალაბანის, სოშკოს "ასი მილიონი"), ტრუფალდინო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), თორნიკე ხარატელი (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ფულერი (ფასტის "ოცდაათი ვერცხლი"); სანკულტურის თეატრში: კალისტრატე (ა. აფხაიძის "იალბუზზე"), რიჩარდი (ა. კრონინის "იუპიტერი იცინის"), კავერინი (ა. გორჩაკოვის "ერთი ოჯახის ისტორია"), ექიმი მაკარიუსი (ს. პოპოვიჩის "უცნაური ავადმყოფი"), სიმონ კოლინი (ა. ფრანსის "მუნჯი ცოლი") და სხვა. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში: ვალოდია (ა. ვოლოდინის "ჩემი უფროსი და"), ზვიდონოვი (აქსიონოვის "კოლეგები"), მოსამართლე (ფ. დიუმანუას, ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), (ა. ჩხაიძის "როცა მთავრდება ბავშობა") და სხვა.  

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.277; georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ახალგაზრდობის მაღალმოქალაქეობრივი პათოსით აღზრდაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: