შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულიკო მამულაიშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. მუშაობდა კოლმეურნეობაში ბრიგადირად, შემდეგ ჩაის დამამზადებელი პუნქტის გამგედ; ექვსი წელი სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 1958 წლიდან პარალელურად მუშაობდა სოფელ ქაქუთის საკოლმეურნეო კლუბთან არსებული თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელად; 1957 წელს მონაწილეობა მიიღო ფესტივალში, სადაც კარგი მაჩვენებლებით წარსდგა მისი ხელმძღვანელობით არსებული საკოლმეურნეო ანსამბლი; გუნდის ხელმძღვანელმა ხალხური სიმღერების სწორი გადაცემის უნარი გამოავლინა; ანსამბლმა თავი ისახელა აგრეთვე მერვე და მეცხრე ოლიმპიადებში, რისთვისაც სიგელებით დააჯილდოვეს; ინდივიდუალურ შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკურ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით; გარდა დირიჟორობისა იყო კარგი მომღერალიც(შესანისნავი ბანი), კარგად ფლობდა ქართულ ეროვნულ საკრავებს, როგორც პედაგოგი ყოველთვის მონდომებით გადასცემდა თავის მოწაფეებს ხალხური სიმღერის იშვიათ ვარიანტებს; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 142 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |