Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ჯაჯანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა რუსთაველის თეატრში (1929-1948), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში (1948), 1949 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. მის მიერ შესრულებული 100-მდე როლიდან აღსანიშნავია: ზაირა, ნენო (ს. შანშიაშვილის "ანზორი", "არსენა"), აგრაფინა, გურანდა (შ. დადიანის "გუშინდელნი" და "თეთნულდი"), იადვიგა (ს. კლდიაშვილის "გრაფის ქვრივი"), ცირუ (პ. სამსონიძის "სალტე"), პუპი (გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), მარო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), გულქანი (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ანასტასია ვასილიევნა (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), ნუცა (კ. მაჭარაძის "ტყის პირას"), ელიზავეტა დანილოვნა (ვ. დარასელის "კიკვიძე"), გალინა (ალ. რჟევსკისა და ს. კაცის "ოლეკო დუნდიჩი"), ილტანი (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ანა გრიგორიევნა (ვ. როზოვის "მისი მეგობრები"), ვალია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), აბიგაილი (ე. სკრიბის "ჭიქა წყალი"), ფენიზა (ლოპე დე ვეგას "სხვებისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი"), ამალია (ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.28 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |