The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორია ბერუაშვილი

Date of birth:8 June, 1911  (113 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის კინომსახიობთა სკოლაში. სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა: კინოსტუდია "ქართულ ფილმში" (1939-1948), სოხუმის (1950-1951) თეატრში, 1951 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. მის მიერ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: თამარი (გ. შატბერაშვილის "ოქროს გორა"), ლამარა (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), ციალა (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), თამარი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ბაბულო (ვ. კანდელაკის "სარეველა"), ლარისა (ა. ოსტროვსკის "უეცარი სიმდიდრე"), კეკელა (გ. სუნდუკიანის "პეპო") და სხვა. 1948 წელს შეასრულა კაკალას როლი ქართულ ფილმში "ქალი ხიდობნიდან". კინოსტუდიის დუბლიაჟის განყოფილებაში გახმოვანებული აქვს 50-მდე მთავარი როლი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.29

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: