Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის გოლუბჩიკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს. იქვე დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია. მუშაობდა მოსკოვის საცხოვრებელი სახლების ექსპერიმენტული პროექტების ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ასევე, ანალოგიურ ინსტიტუტში სამკურნალო და საკურორტო შენობების მიმართულებით - არქიტექტორად, შედგომ მთავარი არქიტექტორისა და განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქ. ქუთაისის მთავარ არქიტექტორად და საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1983 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ქალაქგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელად; მისი ავტორობით შემუშავდა პროექტი და აშენდა ქ. ადლერში დასასვენებელი კომპლექსი 7000 დამსვენებელზე, მონოლითური ვარიანტი, მცოცავი ქარგილის გამოყენებით, არქიტექტურის განყოფილება ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო და სავაჭრო ბიზნეს-ცენტრი ქ. ტიუმენში; გამოქვეყნებული აქვს 72-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორისაა "პროფილაქტიკურ-სამკურნალო დახმარების არქიტექტურულ გეგმარებითი ორგანიზაცია"; მონაწილეობდა მრავალ არქიტექტურულ კონკურსში, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.159-160
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |