The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა გორდეზიანი

მანანა გორდეზიანი
Date of birth:15 October, 1940  (84 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1967წწ. იყო სასოფლო-სამეურნეო შენობებისა და ნაგებობების საკავშირო ს/კ ინსტიტუტის (ქ. ორიოლი, მოსკოვი) ასპირანტურა, მაცნიერ-თანამშრომელი; 1967-1976წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ტრესტ "ორგტექსოფლმშენის" მმართველად; 1976-1999წწ. იყო ამავე სამინისტროს ტრესტ "საქაგროტექსოფლმშენის" (შემდეგ ტექნიკური ცენტრი და შპს "აგრომშენპროგრესი") მთავარი ინჟინერი, მმართველი; უშუალოდ ხელმძრვანელობდა სამინისტროს ობიექტების მშენებლობის საორგანიზაციო და სამშენებლო პროექტების განხორციელებას, სასოფლო მშენებლობაში პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვას, შრომის მეცნიერულ ორგანიზაციას, მშენებლობის ეკონომიკურ ანალიზს და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.161-162; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.294

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

Share: