The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ხარაძე

Date of birth:30 November, 1905
Date of death:20 June, 1977  (at 71 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კიროვაბადი, აზერბაიჯანი.

1952-1977წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიული განყოფილების გამგე; მისი შრომები ეხება მცენარეთა სისტემატიკის, ფლორისტიკისა და კავკასიის ფლორის ისტორიის საკითხებს. შეადგინა კავკასიონის მაღალმთის ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ორიგინალური სქემა. იყო "საქართველოს ფლორის" პასუხისმგებელი რედაქტორი და ძირითადი შემდგენელი, "სსრკ ფლორის", ზოგიერთი რესპუბლიკური "ფლორის" და "საქართველოს სსრ წითელი წიგნის" ერთ-ერთი ავტორი. "მცენარეთა სისტემატიკის ნარკვევების" 18 განაკვეთის რედაქტორი. 80-მდე ახალი ტაქსონის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბოტანიკოს-სისტემატიკოსი, ფლორისტი და ბოტანიკოს-გეოგრაფი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.435-436

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: