Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე სიბილა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მე-13 ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1922 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრის დასში. ის მოღვაწეობდა ქუთაისის, სოხუმის, ფოთის, ჭიათურის თეატრებში, 1931 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცა (ვ. გუნიას "აღლუმი"), ელენე( ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), მზევინარი (უ, ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), ბაბული, თეკლე(ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი" და "უგვირგვინო მეფენი"), ლაურა (ა. პუშკინის "ქვის სტუმარი"), ტატიანა და ქსენია (მ. ლავრენიოვის "რღვევა"), ოლგა (ა. აფინოგენოვის "მგლის ბილიკი"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ლუიზა, ანნა, კენედი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" და "მარია სტიუარტი") და სხვ. ე. სიბილა მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს რადიოს ლიტერატურულ გადაცემებში, კინოსტუდიაში ახმოვანებდა ფილმებს. 1928-1937 წლებში შეთავსებით მუშაობდა თოჯინების თეატრში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ. 24 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |