Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ გოროზია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. 1950-1976წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სახავტოგზაპროექტში" (ყოფილი "სოიუზდორპროექტი") ინჟინრად, საგამოკვლევო პარტიისა და ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად, საგზაო განყოფილების უფროსად, "აგურა-ადლერის" საავტომობილო გზის პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1987წწ. იყო იმავე ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი და დირექტორის მოადგილე; მისი მონაწილეობით დაპროექტდა მრავალი საავტომობილო გზა და ავტომაგისტრალი ურთულეს ბუნებრის პირობებში: კავკასიაში, შუა აზიაში, პამირზე, ჰიმალაიზე, ჩრდილოეთ აფრიკასა და მადაგასკარში; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა "კუშკა-გურათ-ყანდაარის" 500 კმ-იანი საავტომობილო მაგისტრალი; 1975-1985წწ. ხელმძღვანელობდა შავიზღვისპირეთის საგზაო ქსელის განვითარების საპროექტო სამუშაოებს, რისთვისაც მიენიჭა სსრკ-ს სახელმწიფო პრემია; წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საავტომობილო გზების პროფილით სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 1956-1987წწ. მივლინებული იყო ავღანეთში, "ჩარიკარ-ულანგ-დოშის", ჩრდილოეთ და სამხრეთ ავღანეთის შემაერთებელი 107 კმ. სალანგისა და "კუნდუზ-ფაიზაბადის" 200 კმ. საავტომობილო გზების პროექტების მთავარ ინჟინრად, საბჭოთა მკვლევარ-მაძიებელ სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1987-1988წწ. ქ. ქაბულის საგზაო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად და საპროექტო ჯგუფის უფროსად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.162-163 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |