The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დურმიშხან ხულორდავა

Date of birth:16 May, 1928
Date of death:December, 2008  (at 80 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სკოლა 1948 წელს.

1953-1955 წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდამ აღსანიშნავია: არტემ ივანიჩი (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), პოლკოვნიკი ქიშვარდი (მ. ჭიაურელის, ლ. ასათიანის "1917"), გერმანელი ოფიცერი (გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი"), პატარა ნიკოლა (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), მკერავი, გრიგორიო (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება" და "რომეო და ჯულიეტა") დიამბეგი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"); 1955 წლიდან მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ესტრადის მსახიობად. 1958-1970 წლებში დ. ხულორდავა მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია, სადაც მრავალი როლი განასახიერა. მათ შორის აღსანიშნავია: მრჩევცი (ე. შვარცის "თოვლის დედოფალი"), ჯანჩორი (ა. ყაზბეგის "ციცია"), გენერალი ბარათოვი (გ. ნახუცრიშვილის "ბორის ძნელაძე") და სხვ. დ. ხულორდავამ განასახიერა რამდენიმე კინოროლი, მათ შორის: მსახიობი ("თეთრი ქარავანი", 1962), პორუჩუკი ("ლონდრე", 1966), სანდრო ("ქალაქი ადრე იღვიძებს",1967 ) და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.39

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: