შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ოქროპირიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების ფაკულტეტი ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1950 წელს. 1954 წელს მუშაობდა თბილისის რძის კომბინატში დიეტური ცეხის ხელმძღვანელად; 1960-1962წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ქიმიის ინსტიტუტში (ამჟამად საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი) ნავთობის ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად; 1962-1984წწ. საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად; ჩართული იყო სამეცნიეო სამუშაოში, რომელიც შეისწავლიდა ახალი რაციონალური მეთოდების გამოყენებით რთული აღნაგობის ინდივიდუალური არომატულ ნახშირწყალბადების და მათი გოგირდწარმოებულების (ნაფტალინის, ფენანტრენის, ანტრაცენის, პენტაცენის, ალკილ-არილ, ადამანტინ წარმოებულების, ბენზთიოფენის, დიბენზთიოფენის, ბენზნაფტოთიოფენის და ანტრაბენზთიოფენის გოგირდნაერთების) სინთეზს. არის 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. იყო შრომის სოციალისტური შეჯიბრის გამარჯვებული. ინჟინერ - ტექნოლოგი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |