შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ ჭანბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ათარა, ოჩამჩირის რაიონი. 1920-1930წწ. რედაქტორობდა აფხაზურ გაზეთს "აფცნი ყაფშს". 1934-1937წწ. იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაწარმოებები: "მთის ქალწული", "სეიდიყი", "ოჰ აკაჰ ალაჰ", "პაპისეული კერიის ქვა". იყო აფხაზური დრამატურგიის ფუძემდებელი. ავტორია პიესების: "განდევნილი" (1920), "აფსნი პანუმი" (1923), "ღმერთი საბაოთი" (1927), წარსულიდან (1929), "კიარაზი" (1931). სოხუმის აფხაზური თეატრის სცენაზე 30-იან წლებში დაიდგა მისი შემდეგი პიესები: "მახაჯირები", "აპსნი ხანუმ", "სეიდიყ". 1967 წელს სოხუმის სახელმწიფო თეატრს მიენიჭა მისი სახელი. დააპატიმრეს და დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.35 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |