The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ გოცირიძე

ჯუმბერ გოცირიძე
Date of birth:5 August, 1930  (94 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1953 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N15 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1959 წლიდან იყო იმავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1973 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "კავკასტრანსმშენის" მმართველის მოადგილედ; 1976 წელს კი იმავე ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1998 წელს - სს "ტრანსმშენის" გენერალურ დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ აშენდა მრავალი უნიკალური სატრანსპორტო, ენერგეტიკული, მანქანათმშენებელი და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტი. მათ შორის: "შაორჰესი", რკინიგზის მეორე ლიანდაგი "თბილისი-სამტრედიის" მონაკვეთზე, ფოთის საზღვაო ვაგზლის კომპლექსი, აეროვაგზალი კოპიტნარში, თბილისის ელმავალმშენებელი, ელექტროვაგონშემკეთებელი და ელექტროტექნიკური ქარხნები, თბილისის საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო ვაგზლები, აბასთუმნის ობსერვატორია, მარაბდა-ახალქალაქის ახალი სარკინიგზო მაგისტრალი, ბაკურიანისა და დომბაის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, მურომის საისრო გადამყვანების ქარხანა, ხარკოვის სამშენებლო კომბინატი, ასტრახანის სარკინიგზო და აზერბაიჯანი-სომხეთის სარკინიგზო-სატრანსპორტო ობიექტები; განხორციელდა სამტრედიის სარკინიგზო კვანძის რეკონსტრუქცია და "მახაჩკალა-გუდერმესის" სარკინიგზო ხაზის ელექტროფიკაცია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.167-168

Awards and Honors

  • სსრ კავშირის საპატიო მშენებელი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: