The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გრძელიძე

დავით გრძელიძე
Date of birth:30 September, 1921
Date of death:1 October, 1992  (at 71 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით 1949 წელს; მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები 1952 წელს.

1956–1958წწ. მუშაობდა "თბილქალაქპროექტში"; 1964–1991წწ. ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" საცხოვრებელი სახლების ტიპოლოგიის საქტორის ხელმძღვანელად; 1989 წლიდან იყო არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თეორიის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1979 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; გრძელიძის მთავარია ნამუშევრებია: თბილისის საბურთალოს რაიონის დეტალური დაგეგმარების პროექტი (1958; ალექსანდრე ბაქრაძესთან , ი. და შოთა ყავლაშვილებთან ერთად); ტიპური სერია 5–9-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრებელი სახლებისა (1977; ზაურ ბერუაშვილთან და გურამ ხიზანიშვილთან ერთად); გვინეის რესპუბლიკაში ქ. დებელეს დაგეგმარებისა და 173 განაშენიანების პროექტი (1978; გ. ბერიძესთან ერთად); თბილისში 16-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრებელი სახლი (1987, მუხიანი) და სხვა; არის ცამეტი სამეცნიერო შრომისა და თექსვმეტი საპროექტო სამუშაოების ავტორი; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობისა და ქალაქგეგმარებითი მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.170; საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 2012. -გვ.169

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: