The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ხერგიანი

მიხეილ ხერგიანი
Date of birth:25 March, 1932
Date of death:4 July, 1969  (at 37 years)
Burial location:მესტია
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1969 წელს.

გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის მთამსვლელთა შორის; მისი მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. დაიღუპა იტალიაში მწვერვალ სუ-ალტოს (დოლომიტები) დალაშქვრისას. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდება მისი მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ. სიმაღლის მწვერვალს ხერგიანის სახელი ეწოდა. 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის სახელობის პრიზი. მთამსვლელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.470; sportall.ge

Awards and Honors

  • 1967 - სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • 1967 - სსრკ ჩემპიონი, კლდეზე ცოცვა (ჩემპიონი)
  • 1966 - სსრკ ჩემპიონი, კლდეზე ცოცვა (ჩემპიონი)
  • 1965 - სსრკ ჩემპიონი, კლდეზე ცოცვა (აბსოლუტური ჩემპიონი)
  • 1964 - სსრკ ჩემპიონი, კლდეზე ცოცვა (აბსოლუტური ჩემპიონი)
  • 1964 - სსრკ ჩემპიონი (ალპინიზმი)
  • 1963 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1962 - სსრკ ჩემპიონი, კლდეზე ცოცვა (აბსოლუტური ჩემპიონი)
  • 1960 - სსრკ ჩემპიონი, კლდეზე ცოცვა (აბსოლუტური ჩემპიონი)
  • 1956 - სსრკ ჩემპიონი (ალპინიზმი)
  • 1955 - სსრკ ჩემპიონი (ალპინიზმი)
  • 1952 - სსრკ ჩემპიონი, კლდეზე ცოცვა (აბსოლუტური ჩემპიონი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში, ჩემპიონი

Share: