Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაზარე ყაზაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე(1921-1924). დაამთავრა აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სტუდია. 1925-1926 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში; 1931-1938 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. განსახიერებული აქვს ასამდე მთავარი და ეპიზოდური როლი. მათგან აღსანიშნავია: მეომარი, სლეპცოვი, პეტროვი(ს. შანშიაშვილის "ლატავრა", "არსენა", "ანზორი"), ფრანგი(ნ. აზიანის "დეზერტირკა"), აქტიორი, როდრიგო, (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), ნირანი (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ნიკალაი (ა. იალცევის "ღვარძლი"), ფილატოვი (ვ. კირშინის "ქართა ქალაქი"), შვარცი (ფ. შილერის "ყაჩაღი"), ბერიკა, ადიკო (შ. დადიანი "თეთნულდი" და "გუშინდელნი"), ბუხუტი (ვ. შვარკინი "ნაბიჭვარი"), სტიოპკა, განჟა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და "ბოგდენ ხმელნიცკი"), ვალოდია (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), სილიბისტრო (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), ფრიგელა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური") და სხვ. ლ. ყაზაიშვილი გადაღებულია ფილმებში: "პალიასტომის ტბა"(ალმასხინი, 1963), "ჭრიჭინა"(1954). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |