Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გურჩიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აჟარა, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1962წწ. მუშაობდა ქ. ცელინოგრადის არქიტექტურის სამმართველოს ინჟინრად; 1962-1964წწ. "ცელინოგრადორუდის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1964-1966წწ. ქ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1966-1969წწ. ხელმძღვანელობდა "ფსხუჰესის" მშენებლობას და 1969-1998წწ. "საქგეოლოგიის" სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოს; 1998 წლიდან სათავეში ჩაუდგა შპს "იმედი XXI"-ს; მისი მონაწილეობით აშენდა - "ფსხუჰესი" (აფხაზეთი, სოფ. ფსხუ), პიონერთა ბანაკები (ბაკურიანში, ცხვარიჭამიასა და ფოთში "მალთაყვა"), "საქგეოლოგიის" სამრეწველო-საწარმოო და სამრეწველო-სატრანსპორტო კომპლექსები (თბილისში, ბორჯომსა და თერჯოლაში), გეოლოგიის საწარმოო ბაზები (თბილისსა და თელეთში), პანსიონატები (წყნეთში, ბორჯომსა და წყალტუბოში), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (თბილისსა და წყალტუბოში) და სხვა ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.177
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |