Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გულრიფში, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში"; 1974-1981წწ. "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში - ცვლის უფროსად, სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური, საგეგმო და ტექნიკური განყოფილებების ხელმძრვანელად; 1982-1983წწ. იყო საქართველოს კპ გულრიფშის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი; 1983-1996წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მიწისქვეშა ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოს, ხოლო 1996-1999წწ. მისი რეორგანიზაციის შემდეგ - სახაზინო საწარმო "ჰიდროსპეცგვირაბმშენის" მთავარ ინჟინრად; 1999-2004წწ. სს "საქჰიდროენერგომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2007-2009წწ. სს "ჰიდროსაინჟინრო კომპანიის" მთავარ ინჟინრად; 2009-2011წწ. შპს "ვექტორის" დირექტორად; 2011წლიდან შპს "მტკვარიჰესის" გენერალური დირექტორის მოადგილე - ტექნიკური დირექტორია; უშუალოდ მონაწილეობდა "ტყვარჩელსრესის", "ენგურჰესის", ქ. გაგრის შემოსავლელი საავტომობილო გვირაბების, თბილისისა და მოსკოვის მეტროპოლიტენების, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრისა (ზუგდიდში) და "მტკვარიჰესის" მშენებლობაში, ასევე, საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და "ენგურჰესის" სარეაბილიტაციო პროექტების, "რიონჰესისა" და "აწჰესის" სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაში; არის ორი გამოგონებისა და 100-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.181-182; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.178 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |