The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა მუხულიშვილი

ნათელა მუხულიშვილი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.

1967 წლიდან მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ განსახირებული როლებიდან აღსანიშნავია: მანანა (ვ. როზოვის "მისი მეგობარი"), ნატაშა (მ. გორკის "ფსკერზე"), ნათია (ალ. ჩხაიძის "ხიდი"), ანუციტა (ე. შვარცის "ჩრდილი"), ნუციკო (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), მელინდა (ი. კატონას "ბანკ ბანი"), ფაცია (შ. დადიანის "ტყვეთა-ტყვე"), ია (ვ. კოროსტილიოვის "ფიროსმანი"), მერი (ვ. კანდელაკის "გუშინდელნი"), ხათუნა (გ. მდივნის "შენი ძია მიშა") და სხვა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მელინდის სახეს ი. კატონას პიესაში "ბანკ-ბანი". რეჟისორმა გაბორ ბერენმა იგი ამ როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარა. ყოფილმა საკავშირო კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდა მსახიობი საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.  

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.53


გააზიარე: