The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ხომერიკი

კონსტანტინე ხომერიკი
Date of birth:1884
Date of death:10 March, 1937  (at 53 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი.

მონაწილეობდა თბილისის მუშათა საპირველმაისო დემონსტრაციაში (1901), გურიის გლეხთა აჯანყებაში (1902-1903), 1906-1912 წწ. თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთებში. 1913 წელს თბილისში განაგრძობდა არალეგალურ პარტიულ მოღვაწეობას. 1914 წელს ცარიცინში მუშაობდა დემოკრატიული მიმართულების გაზეთ "ვოლგა-დონსკის კრაის" რედაქციაში, შემდეგ ასტრახანში გადავიდა. 1917 წლის მარტში თბილისში დაბრუნდა. აქ ენერგიულად იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. რევოლუციური საქმიანობისათვის არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული (1904, 1910, 1914, 1920). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეჭირა. რეპრესირებული, რეაბილიტირებული 1957 წელს. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.496

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1901-)

Share: