Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან დახუნდარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1945 წელს. 1945 წელს მუშაობა დაიწყო სსრ კავშირის მიმოსვლის გზათა სამინისტროს N15 სამხედრო-აღდგენითი სამმართველოს ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1947 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს "ხიდმშენის" N2 სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ - სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1953 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1961-1963წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველო "ბიჭვინთმშენის" მთავარი ინჟინერი; 1964-1985წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, შემდეგ ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველი, საიდანაც სამინისტროს აპარატში გადაიყვანეს; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში გადაეცა მრავალი სოციალურ-კულტურული, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.192-193 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |