Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ხუბერიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო-სამელიორაციო ინსტიტუტი 1932 წელს. 1931-1994წწ. მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1959 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ნაგებობათა თეორიის განყოფილების გამგე. შექმნა სივრცითი სისტემების გაანგარიშების ღეროვანი მეთოდი. ამ მეთოდით ამოხსნა თაღოვანი კაშხლების სტატიკის სხვადასხვა ამოცანა. შექმნილი იქნა რბილი გარსების, ვანტური ქსელებისა და სხვა მრავალი სისტემის გაანგარიშების მეთოდები, ნაგებობების კონსტრუქციების სტატიკისა და დინამიკის მსხვილი პროგრამული კომპლექსები. ათეული წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების, სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი სექციისა და ინსტიტუტის შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სისტემატურად აქვეყნებდა თავის შრომებს საკავშირო ჟურნალებში, აგრეთვე, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მასალებში. გამოაქვეყნა 150 სამეცნიერო შრომა. მოამზადა 20-მდე ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული ჰქონდა 8 სსრკ სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის, 2 ორდენი. ინსტიტუტში ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნაგებობათა თეორიის განყოფილებას. მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1969). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.512; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.442 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |