Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ დიასამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს;1952-1955წწ. სწავლობდა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1948-1951წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი საგზაო-საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად; 1956-1963წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საგზაო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1963-1969წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გრუნტების მექანიკის ლაბორატორიის გამგედ; 1969 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრის დოცენტი იყო; არის 52 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საავტომობილო გზების მშენებლობისა და გრუნტების მექანიკის დარგში, მათგან 27 ნაშრომი გამოქვეყნებულია. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1956 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.197 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |