შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რატიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი. დაამთავრა ხონის პედაგოგიური სასწავლებელი 1957 წელს. 1957 წელს შევიდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. 1966 წელს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის მსახიობი იყო. პარალელურად მუშაობდა აფხაზეთის ტელე-რადიო კომიტეტში რადიო-თეატრის ხელმძღვანელად. 1973 წელს აფხაზეთის ფილარმონიასთან ჩამოაყალიბა მინიატურების თეატრი "ოქროპირი". სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა-ინტერნეტში შექმნა თეატრალური სტუდია. შესანიშნავი სცენური გარეგნობა, ემოციურობა, გულწრფელობა, გარდასახვის უნარი მსახიობს საშუალებას აძლევდა შეექმნა დასამახსოვრებელი სახეების მთელი რიგი გალერეა, რომელთა შორის აღსანიშნავია: მეზღაპრე (ე. შვარცის "თოვლის დედოფალი"), კაჭო (ვ. ბერიაშვილის "ვაზის ტირილი"), სოსია, შოშია, გოგოლაძე, ევგენი ექიმი, სანდრო მაღლაფერიძე (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", "საბრალდებო დასკვნა", "მარადისობის კანონი"), მეაფთიაქის ვაჟი (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), ლომოვი (ა. ჩეხოვის "ხელის თხოვნა"), რომეო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.29; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |