The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი რატიანი

Date of birth:19 May, 1936  (87 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ხონის პედაგოგიური სასწავლებელი 1957 წელს. 

1957 წელს შევიდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. 1966 წელს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის მსახიობი იყო. პარალელურად მუშაობდა აფხაზეთის ტელე-რადიო კომიტეტში რადიო-თეატრის ხელმძღვანელად. 1973 წელს აფხაზეთის ფილარმონიასთან ჩამოაყალიბა მინიატურების თეატრი "ოქროპირი". სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა-ინტერნეტში შექმნა თეატრალური სტუდია. შესანიშნავი სცენური გარეგნობა, ემოციურობა, გულწრფელობა, გარდასახვის უნარი მსახიობს საშუალებას აძლევდა შეექმნა დასამახსოვრებელი სახეების მთელი რიგი გალერეა, რომელთა შორის აღსანიშნავია: მეზღაპრე (ე. შვარცის "თოვლის დედოფალი"), კაჭო (ვ. ბერიაშვილის "ვაზის ტირილი"), სოსია, შოშია, გოგოლაძე, ევგენი ექიმი, სანდრო მაღლაფერიძე (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", "საბრალდებო დასკვნა", "მარადისობის კანონი"), მეაფთიაქის ვაჟი (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), ლომოვი (ა. ჩეხოვის "ხელის თხოვნა"), რომეო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა") და სხვა.  

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.29;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.282

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1982 - აფხაზეთის სახალხო არტისტი
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1967 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი

Share: