The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ დიდბარიძე

გურამ დიდბარიძე
Date of birth:23 May, 1947  (77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1974წწ. მუშაობდა რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N15 სამშენებლო ტრესტის N3 სამმართველოში ინჟინერ-კონსტრუქტორად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1974-1982წწ. მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ ორგანიზაციებში, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1987-1991წწ. თბილისის 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1992-1994წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ქონების მართვის სამმართველოს უფროსად; 1994-1997წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე; 1997-2000წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე; 2000-2005წწ. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2005 წლიდან არის სხვადასხვა ორგანიზაციის მრჩეველი; მონაწილეობდა გლდანის საცხოვრებელი მასივისა და ვარკეთილი-III-ის I-II მიკრორაიონების კომპლექსურ გაერთიანებაში, თბილისის საბინაო ფონდში ახალი საცხოვრებელი სახლების ხარისხის განსაზღვრაში, ექსპლუატაციაში მიღებასა და მის შემდგომ მოვლა-პატრონობაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს სამშენებლო კომპლექსის რეორგანიზაცია-აქციონერებას; არის შრომითი კოლექტივებისთვის სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ კანონის ინიციატორი და ერთ-ერთი ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.197-198


Share: