Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს. 1933-1941 წწ. მუშაობდა ლენინგრადში ი. ჯანელიძესთან და ვ. შევკუნენკოსთან. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იყო სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიის განყოფილების უფროსი და ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი. დემობილიზაციის შემდეგ, 1946-1951 წწ. მუშაობდა მოსკოვში ს. იუდინთან. 1954-1979 წწ. იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის დირექტორი, ერთდროულად, 1956-1970 წწ. განაგებდა ამავე ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიის, ხოლო 1971 წელს ზოგადი ქირურგიის კათედრებს. იგი შეისწავლიდა სისხლძარღვთა მორფოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიის მკურნალობის საკითხებს, დაამუშავა და დანერგა ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის ორიგინალური მეთოდი (ხუნდაძე-პეტროვის) და სხვა. დაჯილდოებულია მედლებით. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1955). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.515 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |