შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ სალია![]()
ბიოგრაფიაზუგდიდის საშუალო სკოლაში სწავლის დროს, სანოტო ანბანს ლოტბარ გალაქტიონ ჭელიძის დახმარებით გაეცნო. სიჭაბუკეში მომღერალთა მცირე ჯგუფი პირველად სოფელ ჯგალის გლეხებისგან ჩამოაყალიბა. ჯგალის გუნდმა თავი გამოიჩინა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის დროს სასწავლებლის გუნდში მღეროდა, რომელსაც 1932-1937წწ. სტუდენტი ვახტანგ წერეთელი ხელმძღვანელობდა. შემდეგ მშობლიური წალენჯიხის გუნდის სოლისტი იყო, თან ლოტბარ ივანე ჩომახიას ეხმარებოდა გუნდის უკეთ გაძღოლაში. ომის შემდგომ, 1948 წლიდან, იგი წალენჯიხის კულტსახლის სიმღერისა და ცეკვის მრავალრიცხოვანი ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. მოწინავე აგრონომი ამ რთულ საქმესაც კარგად უძღვებოდა; მისი 90-კაციანი ანსამბლი მეექვსე და მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელს იმსახურებდა. 1955 წელს პროფკავშირების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე მონაწილეობისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. მომდევნო წლებში წალენჯიხის ჩაის პირველ ფაბრიკაში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი. მეცხრე ოლიმპიადის ჟიურიმ მოიწონა წალენჯიხის ანსამბლის სიმღერა "შემოძახილი", ანსამბლის მიერ წარმატებით ნამღერი "მეზობლების გაბაასება", "ღიღინი", "საკოლმეურნეო სახუმარო", "ჩვენი ჩაი", სიმღერები შოთა რუსთაველზე და დავით გურამიშვილზე. მათაგან მრავალი რადიოკომიტეტმა ეთერში გადასაცემად ჩაიწერა. აგრონომი, ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.176; margalurmedia.wordpress.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |