Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ დივანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1960-1962წწ. იყო ქ. პოდოლსკის რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის ცვლის უფროსი, ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი, N1 სამშენებლო ტრესტ "მოსკოვოლქმშენში"; 1962-1964წწ. მუშაობდა ტრესტ "თბილგვირაბმშენში" მეტროსადგურ "ნაძალადევის" მშენებლობაზე ცვლის უფროსად, უფროს ნორმადარად, უბნის უფროსად; 1964-2004წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ხიდების და გვირაბების" კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1981-1985წწ და 1992-2004წწ. მივლინებული იყო ქ. კონარკში (გვინეა) ტექნიკური უნივერსიტეტის "ხიდების" კათედრის გამგის თანამდებობაზე; პარალელურად იყო რამდენიმე ხიდის მშენებლობის პროექტის მთავარი კონსტრუქტორი და მშენებელი; ხელმძღვანელობდა 60-ზე მეტ ხელოვნური ნაგებობის საველე გამოცდას და ტექნიკური ანგარიშების შედგენას; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ხიდების დინამიკის თემატიკაზე საქართველოში და საზღვარგარეთ (რუსეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, გვინეის რესპუბლიკა); 2013 წლამდე შპს "ხიდის" მთავარი კონსტრუქტორი და სამეცნიერო-საწარმოო სამსახურის უფროსი იყო; ავტოგზების დეპარტამენტის ზედამხედველობის დირექციის მთავარი ტექნიკური კონსულტანტია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.199-200 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |