Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა დობორჯგინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1925 წელს. 1926-1929წწ. მუშაობდა აბასთუმნის სანატორიუმისა და 1929-1932წწ. საქართველოს მთავრობის სახლის მშენებლობაზე; 1932-1933წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამმართველო "წყალტუბმშენს"; 1934-1941წწ. სპორტსაზოგადოება "დინამოს" სტადიონის მშენებლობას; იყო მისი მთავარი ინჟინეერი და მისი ხელმძღვანელობით პირველად ამ მშენებლობაზე დაინერგა მსუბუქი ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები, ბრტყელი გადახურვები, ხელოვნური ქვები ქართული ორნამენტებით და ა.შ.; 1933-1934წწ. სათავეში ედგა საქართველოს კომპარტიის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ("იმელის") შენობის მშენებლობას; 1941-1944წწ. მონაწილეობდა ამიერკავკასიის ფრონტის აეროდრომების მშენებლობაში; 1947-1985წწ. ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო ინსტიტუტის სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის კათედრის პროფესორი, სამშენებლო-სატრანსპორტო ფაკულტეტის (დაუსწრებელი სწავლების) დეკანი; სახელმწიფო ჯილდოების მფლობელი, პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.201 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |