The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალიკო დოლიძე

ალიკო დოლიძე
Legal name:ალექსანდრე დოლიძე
Date of birth:15 February, 1937
Date of death:2016  (at 78 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს; 1962-1965წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1960 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1977 წლამდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტში წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციების განყოფილების გამგედ, შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სხვადასხვა კათედრაზე პედაგოგად; 1977 წელს გადაიყვანეს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1986 წლიდან - საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ მშენებლობისა და ფინანსების დარგში; აქტიურად მონაწილეობდა ხელოვნების მუზეუმის ახალი კორპუსისა და სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო დარბაზის მშენებლობის, თბილისის სამხატვრო გალერეის, შოთა რუსთაველისა და ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრების, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების რეკონსტრუქციის სამუშაოებში; 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილედ; 1969 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.201

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ქართულ-ებრაული ურთიერთობების ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (-1995)

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: